საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხვალ, 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია დააანონსა.
“ოპოზიციასთან ერთად მინდა ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ჩვენ ერთად, ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა”, – თქვა პრეზიდენტმა ბრიფინგზე.