უნდა დავიბრუნოთ მოპარული არჩევნები, უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა! – სამოქალაქო აქტივისტები

უნდა დავიბრუნოთ მოპარული არჩევნები, უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა – ამ მოწოდებით დღეს სამოქალაქო აქტივისტები ერთიანდებიან. ახალგაზრდები დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საკუთარი ხმების დასაცავად გადიან.

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე პირდაპირ ამბობს, რომ რუსული ინტერესების გამტარებელმა ხელისუფლებამ არჩევნები გააუქმა, რასაც არ შეეგუებიან.

იმ მომენტიდან, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 2030 წლამდე მთავრობაში ყოფნა დაგვიანონსა, უკვე ჩანდა, რომ უბრალოდ, აპირებდნენ არჩევნების გაუქმებას. დღეს მგონია, რომ არაფერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, მესმის როგორი მძიმეა ამ რეალობასთან შეგუება, უბრალოდ, მართლა, რუსული ხერხებით მოასპარეზე, რუსული ინტერესების გამტარებელი მთავრობა გვყავს დღეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წამამდე შევეწინააღმდეგოთ და დღეს 19:00 საათზე ყველანი აუცილებლად უნდა გავიდეთ რუსთაველზე, – ამბობს მარიამ გეგუჩაძე.

პლატფორმა “12 სართულის” წევრი ვადო მაჭავარიანი ამბობს, რომ არავის მისცემენ შესაძლებლობას, არჩევნები ასე მარტივად მოიპარონ.

საქართველო უნდა დავიბრუნოთ, არჩევანის უფლება უნდა დავიბრუნოთ. ეს უნდა იყოს ასე და სწორედ ამიტომ გვიწევს ქუჩაში გამოსვლა, იმიტომ, რომ არჩევანის უფლება მოგვპარეს, წაგვართვეს და უნდათ ამ ქვეყნის რუსეთისკენ წაყვანა. ჩვენმა თაობამ და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ვიცით, რომ უმრავლესობაში ვართ და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს არჩევანი ვინმემ ასე მარტივად წაგვართვას, – ამბობს ვადო მაჭავარიანი. 

კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი ზუკა შოშიაშვილი ამბობს, რომ საქართველო ერთი რუსი ოლიგარქის ხელში არ უნდა იყოს და ამიტომ იძულები არიან, ბრძოლა ისევ ქუჩაში გააგრძელონ.

ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრად ძლიერები, ბევრად მხნედ უნდა ვიყოთ და აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ საქართველო და უნდა დავუბრუნოთ საქართველო ქართველ ხალხს და არ უნდა იყოს კონკრეტული ერთი რუსი ოლიგარქის ხელში მთელი ქვეყანა, არ უნდა ვემორჩილებოდეთ მას, ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, – ამბობს ზუკა შოშიაშვილი. 

რუსთაველის გამზირი დღეს ისევ პროტესტის ეპიცენტრი იქნება. მოქალაქეები მასშტაბურ აქციას პარლამენტთან  19:00 საათზე გამართავენ. ხალხი ქუჩაში საკუთარი არჩევანის დასაცავად გადის. საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ არჩევანი მოპარა.

საპროტესტოა აქცია გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა დააანონსა და 26 ოქტომბრის არჩევნები “რუსულ არჩევნებად” შეაფასა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share