„ქართული ოცნება“ კრემლის სასურველი არჩევანია, მიმდინარე პროცესები შეაფერხებს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და კიდევ უფრო გაზრდის რუსეთის გავლენას“ – ISW

საქართველოში არასტაბილურობის ატმოსფერო, სავარაუდოდ, შეაფერხებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და გაზრდის რუსეთის გავლენას საქართველოში. ამის შესახებ  ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერს. საერთაშორისო ორგანიზაცია  აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დაბრკოლებას შეუქმნის ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და კიდევ უფრო გაზრდის რუსეთის გავლენას.

“დასავლეთის ქვეყნებისა და ოფიციალური პირების არაერთგზის გაფრთხილებების გათვალისწინებით, არჩევნების დარღვევების შესახებ ბრალდებების სათანადოდ გამოუძიებლობა, სავარაუდოდ, დააშორებს საქართველოს დასავლეთს.

სავარაუდოდ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპოზიციური საპროტესტო მოძრაობა გამოავლენს ქართველი ხალხის მუდმივ მზაობას, მხარი დაუჭიროს მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თუმცა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების”რიტორიკა  და მისი წინა პასუხები საპროტესტო გამოსვლებზე მიუთითებს იმაზე, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა უფრო სავარაუდოა, რომ დაშლის საპროტესტო აქციებს და გააორმაგებს დაშორებას დასავლეთისგან.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემების აღიარებასა და სისტემურად მოგვარებაზე უარი, სავარაუდოდ, გამოიწვევს ოპოზიციის უფრო დიდ პროტესტს, რაც “ქართული ოცნებას” ოპოზიციისა და ფართო ქართული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ შემდგომი რეპრესიების შესაძლებლობას მისცემს.

ასეთი განვითარება არა მხოლოდ დააშორებს საქართველოს მის დასავლელ პარტნიორებს მუდმივი ანტიდასავლური რიტორიკის, სამოქალაქო საზოგადოების დარბევისა და საერთო დემოკრატიის უკანდახევის გამო, არამედ, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს კრემლის ძალისხმევას გააძლიეროს რუსეთის გავლენები საქართველოში, სამხრეთ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში.

რუსულმა საინფორმაციო სივრცემ ფართოდ იზეიმა “ქართული ოცნების” გამარჯვება, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს პარტია კრემლის სასურველი არჩევანია. ISW-მ ცოტა ხნის წინ შეაფასა, რომ კრემლი სავარაუდოდ გამოიყენებს “ქართული ოცნების” გამარჯვებას და პარტიის პრორუსულ რიტორიკას, როგორც შესაძლებლობას გააძლიეროს თავისი როლი საქართველოში, რეგიონში ადრე შემცირებული გავლენის ფონზე,  რათა ხელახლა დაამტკიცოს გავლენის ზონა და გააცოცხლოს იმპერიული საზღვრები და ბუფერული ზონები.” – ნათქვამია ISW-ის შეფასებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share