დაუწესდება თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილს – კელი დეგნანის განცხადება

იქნება თუ არა სანქციებში შემდეგი თავად ბიძინა ივანიშივილი?! ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ამბობს, რომ ეს შეკითხვა პრეზიდენტ ზელენსკისთანაა. რაც შეეხება ამერიკის სანქციებში ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების შესაძლო მოხვედრას, კელი დეგნანი განმარტავს, რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებში მიიღება საჯაროდ და შესაბამისი ინფორმაციაც მყისიერად ხდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

”ეს შეკითხვა ალბათ უფრო განკუთვნილია პრეზიდენტ ზელენსკისთვის. როგორც ადრეც არაერთხელ მითქვამს, შეერთებული შტატები არასდროს აკეთებს ანონსს სანქციების შესახებ. როდესაც ჩვენ ვინმეს ვუწესებთ სანქციებს, ამას საჯაროდ ვაცხადებთ და ვაქვეყნებთ ვებგვერდზე” – ამბობს დეგნანი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share