იმერეთი და გურია 1858 წლის სტატისტიკური აღწერის მიხედვით

იმერეთი და გურია 1858 წლის სტატისტიკური აღწერის მიხედვით
.
“მიუხედვად იმ მოგზაურთა მონათხრობისა, რომლებიც ამ მხარის სიღარიბეზე საუბრობენ, იმერეთსა და გურიაში გლეხების მდგომარეობა არ იძლევა მათი სიბრალულის საფუძველს. გლეხი ცხოვრობს კარგად და ბედნიერად, სვამს კარგ ღვინოს და იკვებება მრავალი სახის კარგი კერძით, მათ შორის მიირთმეს ქათამს, ნანადირევს, თაფლს, კალმახს, ბაღში კი აქვს სამხრეთის კლიმატისათვის დამახასიათებელი მრავალი სახის ხეხილი.
.
გლეხის სამუშაოს წარმოადგენს ხუთი ან ექვსი ქცევა მიწის დამუშავება, რომელიც ნატურალური სახით სრულად ანაზღაურებს გაწეულ შრომას. გასაგებია, რომ ასეთ პირობებში გლეხს მოსწონს თავის ყოფიერება. იგი უფრთხის წყალდიდობას, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს მისი სიმშვიდე და კეთილდღეობა.
.
მეღვინეობას ამ მხარეში საკმაოდ მნიშვნელოვანი მასშტაბი გააჩნია, ისევე როგორც ღვინის გამოყენებას, რომელიც აქ თითქმის ზოგადი და საყოველთაოა. მიუხედავად ამისა აქ სხვა მხარეებთან შედარებით ძალიან ნაკლებად შეხვდებით მთვრალ ადმიანებს, რაც უნდა მიეწერებოდეს ამ მხარის მცხოვრებთა ღვინის დალევის წესს, ასევე იმასაც, რომ ღვინოს სვამენ დუქანში ან სახლში და არა ქუჩაში ხეტიალის დროს.
.
მეღვინეობა და ღვინო ვახსენეთ იმიტომ, რომ იგი წარმოადგენს სხვა ყველაფერზე უფრო დიდ ადგილობრივ ღირშესანიშნავობას. მეღვინეობას დაკავებულია აქვს მრავალი ხელი, ხოლო ღვინის დალევა არის ადგილობრივთა საყვარელი გასართობი. ამ მხარის ქართული წარმოშობის ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მხირული ხასიათიასაა, უყვართ თამაშები, გართობა, სიმღერა და მუსიკა.
.
სიმღერა იმერლებს და განსაკუთრებით კი გურულებს ისეთივე სიამოვნებას ანიჭებს, როგორც ღვინის დალევა. გურული ყველგან და ყოველთვის მღერის: მწუხარებისა თუ სიხარულის დროს, ნადიმსა და მუშაობისას. ყანაში მუშაობის დროს გურულები მღერიან ტაქტით, შეთანხმებული შრომისათვის. მათი სიმღერა ძალიან ორიგინალური და მელოდიურია, ხმები უმეტესად სუფთა და მკვეთრია, ყანაში მუშაობის დროს მღერიან სიმღერას, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი მსგავსება ტიროლის სიმღერებთან.”
.
P.S. სტატაია, რომელის ფრაგმენტსაც გთავაზობთ გამოქვეყნებულია 1858 წელს, შტაბს-კაპიტან ლავრენტიევის მიერ შედგენილი ქუთაისის გუბერნიის სტატისტიკურ აღწერაში, სადაც აღნიშნულია, რომ იგი მომზადებულია შარდენის 1672 წლის მოგზაურობის, ასევე პეტრე ლიტვინოვისა და პავლე ციციანოვს შორის 1804 წელს გაგზანილი პატაკები/წერილების გამოყენებით.
.
– Штабсъ-капитанъ Лаврентьевъ; Статистическія щписанія губерній и облатей Россійской имперіи; Кутаисское Генералъ-губернаторство т. V 1858 г.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share