გურული ასახსნელები (გამოცანები)

აი კაცი რა კაცია, ცხრაი კაბა ტანს აცვია?;
– სიმინდი
.
გახტა გაბელი, გაყვა საბელი;
– ნემსი და ძაფი
.
დუღს, დუღს, ხვარხვარებს, მოსწყურდება წყალს დალევს;
– ლობიო და ქოთანი
.
ერთი პატარა მანანა თავზე ცეცხლს იკიდებს;
– ჩიბუხი
.
ერთი პატარა მანანა მიცოცდება-მოცოცდება, კიბესთან მიეფარება;
– ცოცხი
.
ერთს პატარა მინდორში ჯორის თავი ჰკიდია;
– ზარა
.
ვზივარ შუაში, არ მაქვს ფასი, დამცქერია ყველა თვალში;
– ცეცხლი
.
ზაქარია კორკოტაო, სახლიდგანა მორბოდაო;
– ლოკოკინა
.
ზურგ-კეხი, მუცელ-ტაშტი, თვალ-კაჟი, ფეხ-ტაიჭი;
– კიბორჩხალი
.
ლიპარი მივა, გზას მიიჭრის;
– მარგატელი
.
მივა მოვა, კვალს არ აჩენს;
– ნავი
.
მოვიდა კურო მოზვერი, მოძღუნკა სილ მთალად სოფელი;
– ღამე და ძილი
.
ოთხი ძმა-კაცი ჯვარს ვაცვი, ვალაპარაკე სხვა ხმაი;
– ჩონგური
.
ოთხი წევს და ასი გორავს;
სხვენი (ღომის გასაფენი)
.
ოხრაგუნ, დოხრაგუნ, დომიწვი და დაწკაპუნ;
აკვანი
.
პირ-შიშველი, თავ-შიშველი, გარეშეა ვერ მიხვდები;
– მშველი
.
უმაგრატლოდ გამოჭრილი, უენდროოდ შეღებილი;
– ქათმის ბიმბილი
.
ქვეყანას გადააცვდება, ჭურის პირს არა;
– ფული
.
შიგნით ჭექა – გარეთ ელვა;
– ფიშტო
.
ტყეში წავა ჰყეფს, ჰყეფს, სახლში მოვა დაეგდება;
– ნაჯახი
.
სოფელ გოგორეთში ჩაწერილი ალექსანდრე მერკვილაძესაგან – აკაკის თვიური კრებული 1899 წელი
შესაძლოა, მულტიპლიკაცია იყოს
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share