კვირიკეს უძველესი სამარხები

კვირიკეს უძველესი სამარხები
.
1878 წლის თებერვალში ოზურგეთში მყოფი იონა მეუნარგია და გიორგი წერეთელი გაზეთ „დროების“ სხვადასხვა ნომერში აქვეყნებენ ინფორმაციას ციხისძირში ნანახი უძველესი საფლავების შესახებ. ორივე მათგანი უთითებს, რომ ამის შესახებ მათ უამბო ბათუმიდან ოზურგეთში ჩამოსულმა რუსეთის ქვეშევრდომმა სომეხმა.
.
„როცა ოსმალები კვირიკესა და ციხისძირს ამაგრებდნენ სანგლებინ და თხრილებინ კვირიაკეზე იმათ გამოეჩინათ რამდენიმე ძველი საფლავები და ეკვდერები სულ თლილი ქვით ანაგები. ამ საფალავებში ზოგიერთი გვამები ძალიან კარგად შენახულიყვნენ, თუმცა კი ეტყობოდათ, რომ სულ უძველესი დროისანი უნდა ყოფილიყვნენ.
.
ამ საფალავებში კაცის გვამებთან ენახათ ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ოჯახის ჭურჭლები, მშვენივრათ მოჭრილი მანეთენი, მედლები და სხვა. იმ საფლავებს შორის ერთი მეტად ჩინებული და მდიდარი ანაგები ყოფილიყო, სახურავი ერთიანი თეთრი მარმარილოს ქვებით ყოფილა ანაგები, ზედ წარწერილობაც ქართულად ყოფილიყო.“ (გ. წ.)
.
„ამას წინეთ ციხისძირს მოსულან ინგლისელები და დაუნიშნავთ ადგილი სადაც უნდა გკეთებულიყო ტრანშეი და გაბრუნებულან. ამ დროს იყო აქ მეუმფროსედ ნაცვალდ დერვიშ-ფაშისა ხასან-ფაშა მუშირი. როცა დაიწყეს მიწის ღრმად თხრა, ნახეს მიწის სიღრმეში მიცვალებულის კუბო მარმალიროლს ქვიდგან გაკეთებული; ზევით ამ კუბოზედ იყო თავიდგან ბოლომდე რაღაც დაწერილი ქართულის ანბნით ქართულ ენაზედ. ოსმალებმა მონდომეს კუბოს პირის აღსნა, რომ იქნება რამე ეპოვნათ შიგ თვისდა სასარგებლოდ. მაგრამ კუბოს გახსნა არ შეიძლებოდა, რადგან ზედა პირი კირით იყო დაშენებული.“ (ი. მ.)
.
„ბოლოს დაჰკრეს ზედწერილს მარმარილოს ქვას წერაქვი და დაამსხვირიეს. საფლავში იდვა თითქმის გაქვავებული ლამაზი სახის ქალი; თურმე შხვართი და წვრილი ხელის თითები ჰქონდა, ყურებში ეყარა მსხვილი ოქროს საყურეები ალმასებით შემკული. თითზე ეცვა დიდი ოქროს ბეჭედი და შიდ უჯდა მოზრდილი ალმასის თვალი. იქ დამსწრე ოსმალო მიმფაშებს სამოც ლირათ დაეფასებიათ მხოლოდ ბეჭედი. ფეხთ ეწყო მრავალი წვრილმანი ოქრო და ვერცხლის ნივთები და ორი მშვენიერი მოყვანილი და ლამაზი ნაკეთებივერცხლის სურა.“ (გ. წ.)
.
– გაზეთი „დროება: 1878 წელი #33-#36
– ციხისძირი: 1854 წლის ფრანგული ილუსტრირებული ჟურნალიდან (L’ illustration: journal universel)
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share