საქმე ეხება სექტემბრის თვეში დაკავებულ ბექა გორგოშიძეს, რომელსაც ბრალად არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება და გაუპატიურება ედება. სასამართლოს წინ გორგოშიძის ახლობლები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც აცხადებენ რომ დაკავებული უდანაშაულოა და პოლიცია საქმეს არაბიექტურად იძიებს. ოჯახი საუბრობს ციხეში ბრალდებულის მძიმე პირობებზეც და საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას ითხოვს. შემთხვევა გასული წლის სექტემბერში მოხდა, მამაკაცი, რომლის მეოთხე სასამართლო პროცესი დღეს იმართება, სსკ-ის 137–ე და 141-ე მუხლით არის დაკავებული.