ადგილობრივ ბიზნესმენთა საყურადღებოდ-გეპატიჟებით ქობულეთში – 7 აგვისტო (დ)

ადგილობრივ ბიზნესმენთა საყურადღებოდ-გეპატიჟებით ქობულეთში – 7 აგვისტო – განცხადებები მიიღება 6 აგვისტოს 18 საათამდე

ქსელური შეხვედრები ადგილობრივი ბიზნესის მოტივირებისთვის, წარმატებისა და მეტი დასაქმებულისთვის

ქსელური შეხვედრები ადგილობრივი ბიზნესის მოტივირებისთვის, წარმატებისა და მეტი დასაქმებულისთვის რეგიონებში ინიციატივა არის ნაწილი USAID Industry-led Skills Development Program, რომელიც საქართველოში მხარს უჭერს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული უნარების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და ხელმისაწვდომობას.

რაც საბოლოო ჯამში ერთის მხრივ ხელს უწყობს ადგილობრივთა დასაქმებას და მეორეს მხრივ ხელს უწყობს ბიზნესის ხელმისაწვდომობის ზრდას კვალიფიციურ კადრებზე. საპილოტე ინიციატივა – რეგიონული ქსელური შეხვედრები მიზანდ ისახავს: • ტრენინგების მიმწოდებლებსა და დამსაქმებლებს შორის პარტნიორობის განვითარება, რათა უზრუნველყოს სამუშაო ძალის ხარისხი და შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;

• საერთაშორისო სერთიფიცირებულ განათლების პროვაიდერებთან ან დამსაქმებლებთან პარტნიორობის განვითარება კვალიფიკაციის ან სხვა სასწავლო პრაქტიკის ინტერნაციონალიზაციის მიზნით;

• დამსაქმებლების, ბიზნეს ასოციაციების, ინდუსტრიის ჯგუფებისა და სხვა კერძო სექტორის ორგანოების წახალისება საგანმანათლებლო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ადამიანური, ინსტიტუციური ან პროგრამული შესაძლებლობების ჩათვლით; • დამსაქმებლის მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი მოსახლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების ხელშეწყობაში.

დაგვიკავშირდით 577 74 74 51; 577 110 547;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share