მიუხედავად ექსპერტების მძიმე დასკვნისა ოზურგეთის მერიამ მდინარე ნატანებზე ლიცენზიის გაცემაზე თანხმობა მაინც განაცხადა

ოზურგეთელები მინერალური რესურსების სააგენტოს უჩივიან და აცხადებენ რომ არ დაუშვებენ მდინარე ნატანებზე ინერტული მასალების კარიერის ფუნქციონირებას

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მოსახლეობა მინერალური რესურსების სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის გაუქმების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს და ადნმინისტრაციული სარჩელით მოიტხოვენ გაცემული ლიცენზიის გაუქმებას.

ადგილობრივების განცხადებით, სააგენტომ, მიუხედავად მათივე ექსპერტების მძიმე დასკვნისა, სადაც ნათქვამია რომ ამ ტერიტორიაზე ინერტული მასალების მოპოვება სახიფათოა, ოზურგეთის მერიის თანხმობის საფუძველზე,  ლიცენზია, მდინარის კალაპოტის 20 ატას ჰექტარზე, 400 ათასი კუბური მეტრი ქვიშა ხრეში მოპოვების მიზნით მაინც გასცა.

მოსახლეობა სააგენტოს შესაბამის სამინისტროში უჩივის და მელექედურშუ აცხადებენ, რომ თუ ეკონომიკის სამინისტრო ლიცენზიას არ გააუქმებს მოსახლეობა გამარჯვებულ კომპანიას მუშაობის საშუალებას არ მისცემს.

მოსახლეობას მხარს უჭერს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტაციის გარკვეული ნაწილიც.

აქვე გთავაზობთ ექსპერტის დასკვნას და ოზურგეთის ვიცე მერის გიორფი ღურჯუმელიძის წერილს

13 – ნოემბერი – 2023 წ.
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს
უფროსს ბატონ ანდრო ასლანიშვილს
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს
სასარგებლო წიაღისეულის მართვის
დეპარტამენტის უფროსის მერაბ ჩალათაშვილის
მო ხსენებითი ბარათი
ბატონო ანდრო,
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ცხელი ზაფხულის შემდეგ, ოქტომბრის თვეც და ნოემბრის თვის
პირველი დეკადაც, საქართველოს ბარის ტერიტორიაზე გამოირჩევა ამ პერიოდისთვის უჩვეულოდ ჰაერის
მაღალი ტემპერატურით, რაც იწვევს როგორც ზედაპირული წყლების, ასევე გრუნტის წყლების დონეების
მკვეთრ ვარდნას. განსაკუთრებულად კრიტიკული მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოს
ტერიტორიაზე, კერძოდ მდინარე ნატანების აუზში, სადაც დაფიქსირდა რამდენეიმე უსახელო შენაკადის
დაშრობაც კი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების
საფუძველზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მდ. ნატანების ტრანზიტულ ზონაში დროებით, სიტუაციის
დასტაბილურებამდე, შეჩერდეს ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიების გაცემა, ვინაიდან ქვიშა-ხრეშის
დიდი რაოდენობით მოპოვების შედეგად, კალაპოტის დაღრმავება გამოიწვევს გრუნტის წყლების
დონეების კიდევ უფრო მკვეთრ ვარდნას, რაც უარყოფითად აისახება მიმდებედ დასახლებული პუნქტების
სასმელი წყლით უზრუნველყოფაზე. დეპარტამენტის სპეციალისტების გასულ კვირაში მივლინების დროს,
მოქალაქეების მხრიდან უკვე გამოითქვა მკვეთრი პროტესტი აღნიშნულთან დაკავშირებით და ჩვენი
მხრიდან ითხოვენ სწრაფ რეაგირებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული მდგომარეობა.
სასარგებლო წიაღისეულის მართვის
დეპარტამენტის უფროსი
მერაბ ჩალათაშვილი

 

ადრესატი: გუბერნატორის ადმინისტრაცია გურიაში
გამოყენებულია კვალიფიციური
ელექტრონული ხელმოწერა/
ელექტრონული შტამპი
წერილის ნომერი: 36-3623292177
თარიღი: 19/10/2023
სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს
ქალბატონ ქეთევან მოისწრაფეშვილს
ქალბატონო ქეთევან,
თქვენი, 2023 წლის 04 ოქტომბრის N560 წერილთან დაკავშირებით, რომელიც
შეეხება მელექედურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. “ნატანებზე” ქვიშა-ხრეშის,
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემას. გაცნობებთ, რომ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია წინააღმდეგი არ არის, წერილში აღნიშნულ
კონტურებში, გაიცეს სათანადო ნებართვა (ლიცენზია) ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე.

გიორგი ღურჯუმელიძე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია-მერის პირველი
მოადგილე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share