8 – 9 მარტს ქ. თბილისში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსააღებელ დაწესებუებათა გაერთიანებასთან არსებულმა კალათბურთის სექციის სპორტსმენებმა საქართველოს პირველობაზე კიდევ ორი გამარჯვება მოიპოვეს. ამჯერად 14-წლამდელთა შორის ნაკრებმა გუნდმა დადო შედეგი.
ოზურგეთელმა ჭაბუკებმა თბილისი დინამოსთან შეჯიბრი 103 – 22 მოიგეს, ხოლო საგარეჯოსთან 54 – 53.
,, საქართველოს პირველობაზე ყველა მოთამაშემ თანაბარი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.ასევე მინდა ავღნიშნო და მადლობა გადავუხადო გურიის მხარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლაშა თოიძეს დახმარებისთვის, რასაც ის ჩვენი გუნდებისთვის, ზოგადად კალათბურთის განვითარებისთვის აკეთებს. ასევე მადლობა ჩვენ გაერთიანებას მხარდაჭერისთვის – აზა მჟავანაძე, კალათბურთის მწვრთნელი.