ოზურგეთელმა ვახტანგ მგელაძემ მკლავჭიდში ჩემპიონის ტიტული და ოქრო მოიპოვა

24 – 25 დეკემბერს ბათუმში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის მკლავჭიდში აჭარის ღია ჩემპიონატი გაიმაrთა.
 ასპარეზობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მკლავჭიდელები იღებდნენ მონაწილეობას.
შეჯიბრზე წარმატებით გამოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული მკლავჭიდის სექციის სპორტსმენი ვახტანგ მგელაძე.
 მგელაძემ მარცხენა მკლავში ჩემპიონის ტიტული და ოქრო, ხოლო მარჯვენა მკლავში ბრინჯაო მოიპოვა და ასპარეზობის პერსპექტიულ და იმედისმომცემ სპორტსმენად დასახელდა.
ოზურგეთელი მკლავჭიდელი ასპარეზობისთვის : გიორგი რუსიეშვილმა, ილია ჟვანიამ და ზურაბ ბურჭულაძემ მოამზადეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share