როგორც იმ დროში ამბობდნენ ოსმალეთში გაყიდული ქუთაისელი ბიჭი ბენდერებთან ბრძოლაში რუსებმა ტყვედ აიყვანეს. რაღაც ვითარებათა გამო იგი იმპერატორ პავლე პირველის დალაქი გახდა და წვერს პარსავდა, რა დროსაც მიიღო გვარი ქუთაისოვი.
იმპერატორისათვის წვერის პარსვით კუტაისოვი გახდა იმპერატორთან ყველაზე დაახლოებული პირი, შემდეგ კი იმპერატორის ობერ-შტალმეისტერი (მეჯინიბეთუხუცესი), მიიღო გრაფის წოდება, დაჯილდოებული იქნა წმ. ანდრიას ორდენით, გახდა რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი ადამიანი.
მიუხედავად ამ წოდებისა და გავლენისა იგი მაინც ასრულებდა თავის მოვალეობას და წვერს პარსავდა იმპერატორს. როგორც მაშინ რუსეთში ხუმრობდნენ იგი უფრო გავლენიანი კაცი იყო იმპერიაში ვიდრე სუვოროვი.
კუტაისოვზე და სუვოროვზე ერთი ასეთი ძველი რუსული ანეკდოტია:
ერთად მიმავალ კუტაისოვსა და სუვოროვს გზაზე გამურული ცეცხლფარეში შეხვედრიათ. სუვოროვი შეჩერებულა, ქუდი მოუხდია და თავისდახრით მისალმებია. ქუთაისოვმა უკითხავს, ასე რატომ მიესალმეთ თავადო ცეცხლფარეშო. სუვოროვს უპასუხნია – დღეს ის ცეცხლფარეშია, ხვალ კი იმპერატორის წყალობით დიდგვაროვანი შეიძლება გახდესო.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა