გასული საუკუნის ოცი-ოცდაათიანი წლების ერთ ოზურგეთელ მაუზერისტ/ ჯალათზე ასეთი ამბავი მიამბეს: თურმე ეს ჯალათი უმოწყალოდ ხვრეტდა ,,ხალხის მტრებს,, ბელადის სადღეგრძელოსაც ხმამაღლა აბობდა და პარტიის ერთგულიც იყო. მაგრამ არ აღმოჩნდა ეს ყველაფერი საკმარისი – ერთ ბნელ ღამეს ისიც წამოაგდეს თბილი ლოგინიდან და მისთვის ნაცნობ გზას გაუყენეს, რა თქმა უნდა მიხვდა “საწყალი” დასახვრეტად, რომ მიჰყავდათ და გაოგნებული მთელი გზა განუწყვეტლივ თავისთავს ორადორ კითხვას უსვამდა ლულუღლით: – ჩამოაგდეს კომუნისტები? – დაბრუნდა მენშევიკები?
ასე მიიყვანე მისთვის კარგად ნაცნობ ადგილზე და გაოგნებული სახით გაისტუმრეს ჯოჯოხეთში მისივე “თანამებრძოლებმა”.
ამ ამბავ/იგავის მორალი ასეა – ბოროტებაში თანამონაწილეობა არაა იმის გარანტია, რომ ამავე ბოროტებისვე მსხვერპლი არ გახდე.