თბილისელი კინტო და გურული
.
გურიაში ადრე ჭიდაობას „ტეკობას“ ან „ჭედობას“ ეძახდნენ, აქედან გამომდინარე მოჭიდავესაც „მატეკარს“ ეძახდნენ. აპოლონ წულაძის მიხედვით გურიაში სააღდგომო და საკალანდო დღესასწაულებზე გამართულ თამაშობებზე სხვა სახლხო სპორტის სახეობებთან ერთად ძალიან პოპულარული იყო ჭიდაობა, გურული ჭიდაობის ერთი ეპიზოდს ასე აღწერს გაზეთი ივერია:
.
რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის პერიოდში 1878 წელს ოზურგეთი ჯარით გაივსო, რასაც საფურაჟედ დიდი რაოდენობის ჩალის შესყიდვის საჭიროება მოყოლია და მთელი ოზურგეთი ჩალის ბაზრად გადაქცეულა – „გაიხედავთ სადმე ჩალაა, გალეპარაკებოდით ვინმეს რამეზე – ჩალაა, გეტყოდათ ვისმე რამე – ჩალაა: ქართულად ჩალა, რუსულათ ჩალა, სომხურად ჩალა. მთელი ოზურგეთი ამ დროს ჩალათ გარდაიქცა და მომვალი გურიის ისტორიკოსი ამ დროს „ჩალის პერიოდს“ დაარქმევს“.
.
ამ პერიოდში ოზურგეთში თბილისიდან ჩამოსული ზორბა კინტო გურულ ჩალის გამყიდველს დასჭიდებია, გურულს თბილისელი მოჭიდავე კვანტით წაუქცევია – „ერთი მოსული მილიციონერი ზორბა კინტო ამ ხანებში ერთ ქიოტა გურულს დაეჭიდა და როცა გურულმა თავისებურად „უკვანტა“ და მიწაზე გაშოტა, წაქცეულმა კინტომ თურმე გაკვირვებით დაიძახა: „ვა უყურე ამ ჩალა ხალხს რა მარჯვეები ყოფილანო“.
.
ავტორი „გურული“ – 1878 წელი 19 თებერვალი (ივერია 1878 წელი #9, #10)
ფოტო – ოზურგეთი 1977-78 წელი ნაკლების ნახვა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა