„ენა ტკბილ-მოუბარენი უმეტეს წიგნის სიტყვით მესხთაებრ“ – გურულების დახასიათება

„ენა ტკბილ-მოუბარენი უმეტეს წიგნის სიტყვით მესხთაებრ“
.
ვახუშტისეულ გურულების დახასიათებაში ყველაზე აღსანიშნავია როცა ის საუბრობს გურულების სასაუბრო ენაზე – „ენა ტკბილ-მოუბარენი უმეტეს წიგნის სიტყვით (მესხთაებრ). არამედ ქართულისავე ენისანი და არა სხვისა.“ ვახუშტი ხაზს უსვამს გურულების სასაუბრო ენის „უმეტეს“ სიახლოვეს ქართულ მწიგნობრულ ენასთან ანუ მესხურთან – „წიგნის სიტყვათან“. ასევე საინტერესოა გურულების დახასიეთების კიდევ ერთი შტრიხი – „კეთილ-მგალობელ-მწიგნობარნი“.
.
ღეოღრაფიული აღწერა საქართველოისა ბატონიშვილისა ვახუშტის მიერ. გამოქვეყნებულია ორიგინალური ავტოგრაფიდან მ. ბორსეს მიერ 1842; Description Geographique de la Georgie: Publiée d’après l’Original Autographe par M. Brosset 1842
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share