91 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი, გივი შაჰნაზარი. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე შაჰნაზარი 1950-იანი წლებიდან აქვეყნებს თარგმანებს სომხური, აფხაზი და ოსური ენებიდან. მიღებული აქვს სომეხი პოეტის, ეღიშე ჩარენცისა და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიები.
2015 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. არის ღირსების ორდენისა და თბილისის ერთგულების ორდენის მფლობელი.