გამოვიდეთ და დავუპირისპირდეთ ამ რუსული ტიპის ჭაობს, რომელსაც ივანიშვილი ქმნის – საბა ბუაძე

მნიშვნელოვანია, გამოვიდეთ და დავუპირისპირდეთ ამ რუსული ტიპის ჭაობს, რომელსაც ივანიშვილი ქმნის- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ გადაცემა “პირველ ხაზში“ განაცხადა.

ბუაძის თქმით, ამ ვითარებაში საქართველოს დარჩენა გარდაუვალ კრიზისს ნიშნავს.

”ამ ვითარებაში საქართველოს დარჩენა ნიშნავს არა მხოლოდ გეოპოლიტიკურ იზოლაციას, არამედ ნიშნავს საქართველოს უკიდურეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩაგდებას – გარდაუვალ კრიზისს.  საერთაშორისო სისტემიდან გამოთიშვა, მარტო პოლიტიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით კი არ არის სახიფათო, არამედ სახიფათოა ეკონომიკურად, რადგან საერთაშორისო სავაჭრო ეკონომიკურ სისტემას რომ მოსწყდები  და ჩამოეკიდები სრულად რუსეთს, რა საკვირველია, ეს ქვეყნის ეკომონიკას ვერ უშველის“, – განაცხადა ბუაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share