ჩვენ გვაქვს დასახული ამოცანა და, ვფიქრობ, რომ საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი, ის ნაწილი, რომელიც იღებს აქტიურ მონქწილეობას ამ პროტესტში, ვთანხმდებით, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ყველამ უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც, შესაძლოა, წლების განმავლობაში არ გადაუდგამთ.
“ამისთვის აქტიურად ვემზადებით“,– დასძინა მან.
”დიახ, ჩვენ, ყველამ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელიც, შესაძლოა, წლების განმავლობაში არ გადაგვიდგამს – ქუჩაში.
ამისთვის აქტიურად ვემზადებით, შემთხვევით არ არის, საარაკო სიგიჟეებს რომ ავრცელებენ და აგზავნიან წერილებს, რომ, თითქოს, ვიღაც გადატრიალებისთვის ემზადება. რომელი გადატრიალება?! გადატრიალებას ეძახიან ყველა იმ შემთხვევას, რომელშიც ადამიანი პროტესტს გამოთქვამს. ვერც პროკურატურა და ვერც სპეცრაზმი ვერ გაართმევს თავს, როცა ხალხი გამოვა. ხალხს როდესაც ვამბობ, არ ვგულისხმობ 80, 100 ან 150 ათას, ვგულისხმობ, ზღვა ხალხს” – განაცხადა მელიამ.