რაფერ ხარ? რაფერ ვიქნები?! რაშობი? რას ვიზამ?! – მხოლოდ გურიაში გიპასუხებენ შეკითხვაზე შეკითხვით

მხოლოდ გურიაში გიპასუხებენ შეკითხვაზე შეკითხვით.
რაფერ ხარ?
რაფერ ვიქნები?!
რაშობი?
რას ვიზამ?!
სა მიხვალ?
სა წავალ?!
ვიზდა გინდა?
ვიზდა მენდომილება?!
მხოლოდ გურული გიპასუხებს ასე.
შარშან ტელევიზიაში დამპატიჟეს საბავშვო გადაცემაში. პატარები ეკითხებოდნენ უფროსებს, უფროსები პასუხობდნენ. საგრიმიოროში, რომ მამზადებდნენ პროდიუსერმა გოგონამ მირჩია, ზურაბ, თუ რაიმეს უხერხულს ან ისეთს გკითხავს ბავშვი რაზეც პასუხი არ გექნებათ, კითხვა შეუბრუნეთ და ჰკითხეთ შენ როგორ ფიქრობ? ასე აირიდებთ უხერხულობას.
ვიფიქრე გააფრინა ამ ქალმა, 5 წლის ბავშმა ნეტა რა უნდა მკითხოს ისეთი რომ პასუხი ვერ ვიპოვნო მეთქი.
შევედი სტუდიაში, ძალიან საყვარელმა, ჩაბუთქუნებულმა ბიჭმა დამისვა პირველი შეკითხვა, ჯერ გავწითლდი, დავფიქრდი და რომ მივხვდი პასუხს ძალიან ვაგვიანებ ვკითხე, შენ როგორ ფიქრობ?
ხუთჯერ მაინც მომიხდა ნახევარ საათში გამომეყენებია გურული ხერხი)))
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share