მაიკ უოლცი, რომელიც 2020-ში ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდა, ტრამპის მრჩეველი იქნება

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე – ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად – კონგრესმენ მაიკ უოლცს დანიშნავს.

უოლცი აშშ-ის ეროვნული გვარდიის თადარიგის პოლკოვნიკია და ჩინეთის კრიტიკით გამოირჩევა.

2020 წელს მაიკ უოლცი იყო ერთ-ერთი კონგრესმენი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც “ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებას ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკი 2021 წლეს ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანას აკრიტიკებდა. ის დადებითად აფასებს ტრამპის მოსვლას და თვლის, რომ ის პენტაგონში არსებულ სიტუაციას შეცვლის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share