2020-2023 წლებში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 21.3%-იდან 11.8%-მდე შემცირდა – PMCG

ამავე ინფორმაციით, კლება ძირითადად საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდითა და საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამით არის განპირობებული.

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა:

2023 წლის ბოლოს 32,921 ადამიანი იყო დასაქმებული საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში, რა დროსაც ყოველთვიური ანაზღაურებით დასაქმებულები, მაქსიმუმ, 300 ლარს იღებდნენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროგრამით მიღებული შემოსავალი დაეხმარა შინამეურნეობების ნაწილს, დაეძლიათ აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი. 2022-2023 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი 15.6%-იდან 11.8%-მდე შემცირდა.

ფარდობითი სიღარიბის სტაბილურობა:

აბსოლუტური სიღარიბის შემცირების მიუხედავად, ფარდობითი სიღარიბე შედარებით სტაბილური იყო. 2019-2023 წლებში 0.3 პპ-ით შემცირდა და 19.8%შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 20%საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი შემოსავლით ცხოვრებს.

სიღარიბის სუბიექტური აღქმა:

სიღარიბის ობიექტური მაჩვენებლის გაუმჯობესების მიუხედავად, ამ პერიოდში წილი შინამეურნეობებისა,რომლებიც თავიანთ მატერიალურ მდგომარეობას აფასებენ,როგორც „ღარიბს“ ან „უკიდურესად ღარიბს“, მცირედით, 39.7%-იდან 35.4%-მდე შემცირდა, რაც სიღარიბის სუბიექტურ და ობიექტურ საზომებს შორის შესამჩნევ განსხვავებაზე მიუთითებს.

საარსებო მინიმუმი:

2003 წელს შემოღებული საარსებო მინიმუმის კალკულაცია სასურსათო და არასასურსათო ხარჯების 70/30თანაფარდობას ეფუძნება. ეს მეთოდი წლების განმავლობაში კრიტიკის საგანი იყო იმის გამო, რომ არ ასახავდა ხარჯების რეალურ გადანაწილებას. მაგალითისთვის, 2019-2023 წლებში ყველაზე ღარიბი 20%-თვის სასურსათო ხარჯები აუცილებელი ხარჯების 60%-ს შეადგენდა. 60/40 თანაფარდობით შეცვლილი საარსებო მინიმუმის დათვლისას მაჩვენებელი 16%-ით იზრდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share