“აქ დგომა უფრო მეტია, ვიდრე აუდიტორიაში ჩატარებული ლექცია” – პროფესორი

საპროტესტო აქციას პროფესორებიც უერთდებიან – ამ წუთებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ამავე უნივერსიტეტის ლექტორიც დგას.

როგორც ასოცირებული პროფესორი “პირველებთან” საუბრის დროს აცხადებს, “დღეს აქ დგომა უფრო მეტია, ვიდრე აუდიტორიაში ჩატარებული ლექციები”.

”პროფესორი ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის. ჩვენი საქმე არის სწავლება, ახალგაზრდა თაობის აღზრდა, მაგრამ ჩემი აზრით, აქ დგომა დღეს უფრო მეტია, ვიდრე ყველა აუდიტორიაში ჩატარებული ლექცია. ამიტომაც მოვედით. უკვე აღარ შეიძლება ამის მოთმენა. წავიდა ჩვენი ცხოვრება და წავა ჩვენი შვილების ცხოვრება ამასობაში, სიყალბეში. არ გვინდა, რომ ეს მოვითმინოთ მეტი. არ გვინდა, რომ ძაღლს საბაკა ერქვას. უნდა დამთავრდეს ეს დრო”, – ამბობს პროფესორი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share