”ქართული ოცნება” არის უკვე წაგებული პარტია – ის უკვე გაკოტრებული პარტიაა და მას არაფერი აქვს სათქმელი ქართველი ხალხის მიმართ. ის დაპირებებს აძლევს მხოლოდ მოსკოვს და რას ჰპირდება მოსკოვს – რომ ჩვენ მოვიხდით ბოდიშს. საერთაშორისო პოლიტიკაში ბოდიში არ არის შერიგება. ბოდიში არის დანაშაულის აღიარება. ჩვენ არ ჩაგვიდენია დანაშაული, ქართველ ხალხს არ ჩაუდენია დანაშაული და ჩვენ არ მოვიხდით ბოდიშს. ჩვენ არასდროს მოვიხდით ბოდიშს ოკუპანტის წინაშე.
ეს კამპანია არის სამარცხვინო, დანაშაულებრივი ღალატის კამპანია – ამ კამპანიის მიზანია აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მომზადება. ქართულ ოცნებას განზრახული აქვს დაქუცმაცებული საქართველო ჩააბაროს რუსეთს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ქართული ოცნება ცდილობს დათესოს შიში, შემოაქვს ტყუილები, პროპაგანდისტული გზავნილები, შემდეგიარჩევნები არ არის ამ შიშსზე, შემდეგი არჩევნები არის იმაზე, თუ როგორ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ ჩვენ.”