არჩევნებს დღეს დავურეკე შს მინისტრს, რათა გამეგო, სად იყო პოლიცია… დღემდე არ გადმოურეკავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრისას განაცხადა.
“არ ვიყავი დამკვირვებელი, მაგრამ იმ დღეს, ყველაფერს ვაკვირდებოდი ტელევიზორით. რაღაც მომენტში, გადმოსცემდნენ ეპიზოდს, სადაც ძალიან დიდი ძალადობის ფაქტები იყო, თუ არ ვცდები სამეგრელოში. დავურეკეთ შს მინისტრს, როგორც მევალება, რათა გამეგო, სად იყო პოლიცია, რადგან არსად ჩანდა. დავურეკეთ მობილურზე, მოადგილესაც მობილურზე, სახელისუფლებო ხაზზეც, რომელიც მუდმივად უნდა იყოს ხაზზე პრეზიდენტთან. ვერ დავუკავშირდით და დღემდე არ გადმოურეკავს. ინსტიტუტები არ გიცავდათ იმ დღეს და არ გვიცავს დღემდე. საზოგადოება არის ბევრად უფრო გაერთიანებული და საზოგადოება აჩვენებს გზას. როცა მე ჩემს პარასკევებს დავამთავრებ, აქ ვარ, სადაც საჭირო ვარ და ვიქნები თქვენთან ერთად”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.