ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანად დაემხობა – ნიკა მელია

ვიქნებით თბილისის ქუჩებში, ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანად დაემხობა – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი მთავარი ძალა, რომელიც არ აქვს ხელისუფლებას, სიმართლეს და ღირსებასთან ერთად არის სიმრავლე.

”ერთადერთი მთავარი ძალა, რომელიც არ აქვს ხელისუფლებას, სიმართლეს და ღირსებასთან ერთად არის სიმრავლე. ჩვენ, კონკრეტულ დღეებში, ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს და ნახევარი წარმატება მიღწეულია, ვიქნებით თბილისის ქუჩებში და ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანად დაემხობა.

არცერთ ჩვენთაგანს დაპირისპირება არ უნდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share