ჩემთვის ვიდექი, გოგა მემანიშვილი მოტრიალდა და სილა გამაწნა – რას ამბობს აქციაზე დაშავებული ნიკა კვიტატიანი

პარტია “ახალის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნიკა კვიტატიანი საავადმყოფოდან პირდაპირ  მელიქიშვილის გამზირზე მივიდა, სადაც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

როგორც ის “ტვ პირველს” უყვება, დარბევისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი მას პირადად გაუსწორდა.

”გოგა მემანიშვილს აქედან მოვიკითხავ. ის მის საქციელზე აუცილებლად აგებს პასუხს. ჩემთვის ვიდექი, მოტრიალდა და სილა გამაწნა. მან მოქალაქეებისგან იმავე წამს მიიღო პასუხი. ვნახე მისი კომენტარიც, რომ თითქოს არ მიცნოს და არაფერი გაუკეთებია – გოგა მემანიშვილმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ნიკა კვიტატიანი და მალე უკეთ გაიცნობს. ბრძოლა გაგრძელდება და ყველა ის პოლიციელი, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ ხელს აღმართავს, აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს”- თქვა ოპოზიციის წევრმა. 

ძალადობაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსანი სამოქალაქო აქტივისტს, ნიკა კვიტატიანს პასუხობს და ამტკიცებს, რომ მასზე არ უძალადია.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი აქტივისტებს ურჩევს, მტკიცებულებები შეაგროვოს და შესაბამის უწყებას მიმართოს. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share