ჩოხატაურის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში მხატვარ გიზო გიორგაძის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით “გურია სიყვარულია” გაიხსნა.
ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები.
გამოფენა ა(ა)იპ არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ტარდება.
ნამუშევრების ნახვას დამთვალიერებლები ერთი თვის განმავლობაში შეძლებენ.