“როდესაც უნივერსიტეტში იბადება რაღაც, ეს ნიშნავს, რომ ქოცების საქმე წასულია” – კარვების ქალაქი თსუ-ს ეზოში

კარვები უნივერსიტეტის ეზოში – თსუ უნივერსიტეტი პროტესტის ეპიცენტრად იქცა. სტუდენტები მოქმედებაზე ახალი ძალებით გადადიან.

აბა სამუშიას გადადგომას ახალგაზრდების ნაწილი ითხოვს შენობის შიგნით, სადაც ისინი მესამე ღამეს გაათენებენ, გარეთ კი მათ სოლიდარობას სხვა სტუდენტები უცხადებენ.

”ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ახალგაზრდა ჩაერთოს ამ პროტესტში. ვიწვევთ სხვადასხვა უნიოვერსიტეტის სტუდენტებს, რომ გამოვიდნენ, შემოგვიერთდნენ. ამ ყველაფრის დაორგანიზების მიზეზი იყო რომ შეგვექმნა პარალელური პროტესტი პარტიებისგან დამოუკიდებლად, სადაც შეძლებდნენ გაე[პროტესტებიან გაყალბებული არჩევნები”, – ამბობს სტუდენტი.  

ადგილზე ახალგაზრდების პროტეტს შეურთდა მხატვარი გია ბუღაძეც.

”როდესაც უნივერსიტეტი იწყებს ლაპარაკს და როდესაც უნივერსიტეტში იბადება რაღაც, ეს ნიშნავს იმას, რომ ქოცების საქმე წასულია”, – ამბობს ბუღაძე .

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share