სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელი სხდომა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს ეხება.

პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად დაესწრება მიხეილ სააკაშვილი.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე წარმოთქვამს შესავალ სიტყვას. სავარაუდოდ, დღესვე გადაისინჯება დაკავებულის მიმართ შეფარდებულო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share