არ მეცოდებით თქვენ, ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს. არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, მაგრამ ძალიან მალე ხელში აიღონ ამ ქვეყნის სადავეები. თუ რამეს ვხედავთ ჩვენ, ეს არის, რომ თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც დღევანდელ პარლამენტშია ასახული, დამთავრდა და საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში. ძალიან მალე დადგება ახალი არჩევნების დრო, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არაკალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის. ,ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არაა, რომ ყოველდღე ვიდგეთ სადმე, მთავარი მოვალეობაა მომზადება, თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, ჩვენი პარტნიორების, რომლებიც მზად არ არიან, რომ მიატოვონ საქართველო და იმედი უნდა გვქონდეს იმისი, რომ ეს მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი ყველას ერთად.
მე როცა გადავწყვეტ, რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე ყოველ ჯერზე, გეტყვით წინასწარ, გეტყვით რისთვის მივდივარ, რას ვაკეთებ და როდის დავბრუნდები, მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის”-