საჭიროა, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა რეალობაში ვართ და თითეულ ჩვენგანს რა მოეთხოვება – ნანა ექვთიმიშვილი

ამ მოტყუების შემდეგ ჩვენ გვჭირდება რეაბილიტაცია, რომლისთვისაც ძალიან ცოტა დროა,  – ამის შესახებ კინორეჟისორმა და  სცენარისტმა ნანა ექვთიმიშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საჭიროა, ყველამ ისაუბროს იმაზე, თუ რა რეალობაში ვართ და გაიაზროს, თითოეულ მათგანს რა მოეთხოვება.

”ახლა ვფიქრობ, საჭიროა, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა რეალობაში ვართ და თითეულ ჩვენგანს რა მოეთხოვება, თითოეულ ჩვენგნას მოეთხოვება დაიცვას კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანი, რომელიც არის საქართველო და დავიცვათ ჩვენი მომავალი. შიში არის, მაგრამ ჩემ თავს ვეუბნები, რომ შენამდე იქ ბევრი ჭკვიანი, ნიჭიერი და ძვირფასი ადამიანი იდგა, რომელსაც ეშინოდა, მაგრამ არ აძლევდა თავს უფლებას, რომ შეშინებოდა. მე ერთმა ადამიანმა მხოლოდ ეს შემიძლია გავაკეთო“, – განაცხადა ნანა ექვთიმიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share