ჩვენ ვებრძვით უშველებელ მონსტრს, რომელსაც ზურგს უმაგრებს რუსეთი – ბაია პატარაია

“საფარის“ არმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას განცხადებით, აბსოლუტურად სხვა ბრძოლაში შევედით და პოლიტიკურ ავანსცენაზე აუცილებლად უნდა შემოვიდეს უფრო ძლიერი პოლიტიკური ძალა.

როგორც უფლებამდაცველმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა,  “ჩვენ ვებრძვით უშველებელ მონსტრს, რომელსაც ზურგს უმაგრებს რუსეთი და აქვს შეუღუდავი ფინანსური და ადამიანური რესურსები.“

პატარაიას თქმით, ხალხი მაშინ გამოვა ქუჩაში, როცა დაინახავს, რომ გადამწყვეტი ბრძოლაა, რადგან ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნება“ პრობლემაა.

“ხალხმა იცის, რომ გამოსვლას აქვს ფასი, მაგრამ მაინც გამოვლენ, მაშინ, როცა იქნება გადამწყვეტი ბრძოლა“, – დასძინა მან.

ხალხი გამოვა, როცა დაინახავს რომ გადამწყვეტი ბრძოლაა, ეს ხალხი არსად გამქრალა, ისევ ისე ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნება“ პრობლემაა, ისინი ძალებს ზოგავენ, რადგან ხედავენ, როგორი რევანშისტული დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას. მათ ყველას სახელი და გვარი ჩაიწერეს, ზოგი სამსახურიდან გაუშვეს, ზოგი დააკავეს, ხალხმა იცის, რომ გამოსვლას აქვს ფასი, მაგრამ მაინც გამოვლენ, მაშინ, როცა იქნება გადამწყვეტი ბრძოლა.

დიდ თვითგვემას ნუ მივეცემით, აბსოლუტურად სხვა ბრძოლაში შევედით. აუცილებლად, რაღაც ეტაპზე, პოლიტიკურ ავანსცენაზე უნდა შემოვიდეს უფრო ძლიერი პოლიტიკური ძალა, სიახლეა საჭირო. მოპარული და სრულიად მიტაცებული არჩევნების პირობებში ახალი სტრატეგიაა საჭირო, რომელიც უნდა დადგინდეს გაკვეთილის სწავლის შემდეგ. ახლა ხდება ჩვენივე შეცდომების გადააზრება. ჩვენ ვებრძვით უშველებელ მონსტრს, რომელსაც ზურგს უმაგრებს რუსეთი და აქვს შეუღუდავი ფინანსური და ადამიანური რესურსები. რუსები მუშაობენ მათზე, ისრაელიდან მუშაობენ მათზე, ყველაზე შავბნელი პიარტექნოლოგები მუშაობენ და გვახსოვდეს, ვის და რას ვუპირისპირდებით“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share