ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, სწორი – ზუსტად მიზანში გავარტყით – პაპუაშვილი ყაველაშვილზე

”ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოზე მიღებული და ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფში – მე მგონი, ოპონენტების რეაქცია ყველაზე კარგი დასტურია იმისთვის, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება გააკეთა ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა

ნახეთ პანიკური რეაქციები ამ გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო.

მათი რეაქცია დასტურია იმის, რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მიზანში გავარტყით იმ მხრივ, რომ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება, რომელიც სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ წინა ჩვენ წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა – ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება

მიხეილ ყაველაშვილს რაც შეეხება, ის თავისი განვლილი ცხოვრებით ადასტურებს, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი ამ პოზიციაზე”-

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა ღამის კურიერის ეთერში.

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share