”ჩვენი საზოგადოება ვერ დაუშვებს, რომ იყოს ყოველდღიური შანტაჟის ქვეშ – გავხსნით, არ გავხსნით, ერთხელ გავხსნით, ერთ თავს დავხურავთ და მერე ისევ დაიწყება იგივე იარაღად გამოყენება.
ამიტომ, ჩვენ რაც გავაკეთეთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით, განვაიარაღეთ ის შიდა თუ გარე ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ამის იარაღად გამოყენებას და რაც მთავარია, უპირველეს ყოვლისა, ეს აზიანებს თავად ევროკავშირს.
ამას რომ უყურებს საქართველოს საზოგადოება, რომელიც უყურებს, რომ ევროკავშირი, რომელიც მშვიდობის, კეთილდღეობის პროექტია, გამოყენებულია ამ ჯგუფების მიერ, მათ შორის იმ უცხოელების მიერ, რომლებიც აქ მიტინგზე დგებიან ევროკავშირის სახელით და ამით პირველ რიგში დარტყმას აყენებენ თავად ევროკავშირს და თავად ევროკავშირი არის ამ მანიპულაციის შედეგად დარტყმის ქვეშ და მისი რეპუტაცია.
ამიტომ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ვზრუნავთ ერთი მხრივ, ჩვენი საზოგადოების სიმშვიდეზე, იმისთვის, რომ გადავიდეთ საგნობრივ სამუშაოზე და ვზრუნავთ ევროკავშირის რეპუტაციაზე, რომ ევროკავშირი არ იქნეს გამოყენებული როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი”-