გიტანას ნაუსედა – ლიეტუვა ქართველი ხალხის და მისი ევროპული ოცნების გვერდით დგას – საქართველო ევროპას ეკუთვნის

ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის და მისი ევროპული ოცნების გვერდით – საქართველო ევროპას ეკუთვნის, – ასე ეხმაურება ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

ლიეტუვის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და ქვეყნის ევროპულ გზაზე შესანარჩუნებლად ძალას და გამბედაობას უსურვებს.

„გისურვებთ ძალას და გამბედაობას საქართველოს ევროპულ გზაზე შესანარჩუნებლად. საქართველო ევროპას ეკუთვნის“, – წერს გიტანას ნაუსედა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share