”ჩვენ ავჯანყდებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ოლიგარქიის და მავნე რუსული სისტემის წინააღდეგ, რომელიც გვაშორებს ევროპულ პერსპექტივასა და გვართმევს ისტორიულ შანსს. ჩვენ ამაზე მეტს ვერაფერს გავაკეთებს – ან ვიქნებით თაობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს და ამით იამაყებს ან – თაობა, რომელიც გაუშვებს კიდევ ერთ, უპატიებელ შანსს.
ჩვენ ვართ უმრავლესობა – უნდა გვესმოდეს, რომ ოლიგარქი იმაზე გაცილებით სუსტია, ვიდრე თავს წარმოაჩენს. საბოლოო ჯამში, მისი მთელი რესურსი მაქსიმუმ 5000 ადამიანია, ხოლო მეორე მხარეს დგას მთელი საქართველო, რომლისთვისაც ევროპული არჩევანი უძვირფასესია. ეს მუხტი ჯაჭვურად უნდა გადაედოს ყველას – ყველა ორგანიზაცია, ქალაქი უნდა გაიფიცოს. რაღაც მომენტში, კულმინაციისას ჩვენ ვიქნებით ასიათასობით ქუჩაში და დავასრულებთ ამ რეჟიმს.
ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა – ახლა ჩვენ ჩვენი თავისუფლებისთვის ვიბრძვით. ყველას უნდა ესმოდეს, რომ 20 წლის ბავშვები, რომლებიც 400-ლარიანი ღობის დაზიანებისთვის ციხეში უკვე შვიდი თვე არიან, სწორედ მათ ოჯახებს შეეხება ეს ყველაფერი. ყველა ავტოკრატიულ რეჟიმში სისტემა უტრიალდება თავისიანებს, თუ ის გაიდგამს ფესვებს. უპირველეს ყოვლისა, მათ, ვინც დღეს ცდილობს ის დაიცვას პირადი გამორჩენის მიზნით. დღეს გვაქვს შანსი, დღეს ვართ უმრავლესობა და სიმართლე არის ჩვენს მხარეს.