საშინელ ღალატს აქვს ადგილი, “ოცნება” საქართველოდან უნდა წაეთრეს – კაკაბაძე

ირაკლი კაკაბაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას უერთდება – მწერალი “ქართულ ოცნებას” ღალატში ადანაშაულებს და ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვს.

ირაკლი კაკაბაძე 28-29 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმების მიერ მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ ანგარიშსწორებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი ძალადობა ქართველ ხალხს 9 აპრილსაც კი არ უნახავს.

”საშინელ ღალატს აქვს ადგილი და ეს ადამიანები უნდა წაეთრნენ საქართველოდან. ამათი ადგილი აქ არ არის. მთავარი რაც არის, რაც მათ გუშინ გააკეთეს, ეგ კიდევ ბარბაროსობა არის, რომელიც ისტორიაში არ გვახსოვს. ჟურნალისტებს დაესივნენ, ახალგაზრდებზე ძალა იხმარეს, ეს არის გაუგონარი რამ, რაც ჩვენ 9 აპრილსაც კი არ გვინახავს”, – ამბობს ირაკლი კაკაბაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share