პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ კაცთმოძულე, მოღალატე ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა – პეტრე კოლხი

რუსთაველის გამზირზე, სადაც მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მამა პეტრე კოლხი მივიდა.

მისი თქმით, “კაცთმოძულე, რუსეთის სატელიტი ივანიშვილი” უნდა წავიდეს:

”ეს პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ სატანა, კაცთმოძულე, მოღალატე ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა. 

ჩვენ არ გვეშინია რუსეთის სატელიტი ივანიშვილის. დღეს ქართველი ერის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას”- ამბობს სასულიერო პირი. 

მოქალაქეები, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.

პროტესტის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინა შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.

შეკრებილებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: “ისინი აირჩია ოლიგარქმა და არა ხალხმა”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share