ეს არის სისტემის ბოლო, განწირული მეთოდები, ჩვენს წინააღმდეგ – ირაკლი კვირიკაძე

”ეს არის სისტემის ბოლო განწირული მეთოდები, ჩვენს წინააღმდეგ” – ამის შესახებ მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორთან განაცხადა, სადაც ასევე მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად მივიდა.

კვირიკაძე ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძის დაკავება ახალგაზრდების დაშინებას ემსახურება, თუმცა, დასძენს, რომ ამით ვერ შეაჩერებენ და შეაშინებენ ხალხს, რომლებიც გამოდიან ქუჩებში და “ყველაფრის მკადრებელ მთავრობას აპროტესტებენ.“

ეს არის დაშინება ახალგაზრდების, რომ ვეღარ გაბედონ გამოსვლა, ანდრო ამის მაგალითია, თუ დააკავეს მსახიობი, გაჩნდეს ეჭვი, რომ მათ შემთხვევაში, რა მოხდება. ეს არის სისტემის ბოლო, განწირული მეთოდები ჩვენს წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ვერ შეგვაშინებენ და ვერ შეაჩერებენ ხალხს, რომლებიც გამოდიან თავიანთ ქალაქებში და აპროტესტებენ ყველაფრის მკადრებელ მთავრობას“, – აცხადებს კვირიკაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share