მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის

მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი გე­ნი­ო­სი ჰყავ­და და ჰყავს, თუმ­ცა მათ შო­რის იყო ერთი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის მსგავ­სი ნი­ჭის პატ­რო­ნი არა­ვინ და­ბა­დე­ბუ­ლა. სა­უ­ბა­რია უი­ლი­ამ ჯე­იმს სი­დის­ზე, რომ­ლის ინ­ტე­ლექ­ტის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტიც გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს.

ალ­ბერტ აინშტა­ი­ნის ინ­ტე­ლექ­ტის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი (IQ) და­ახ­ლო­ე­ბით 160 იყო, ისა­აკ ნი­უ­ტო­ნის 190, მარკ ცუ­კერ­ბერ­გის – 152. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გე­ნი­ო­სო­ბა­ში ეჭვი არა­ვის შე­აქვს, მაგ­რამ სი­დი­სის გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო. მისი IQ 250-დან 300-მდე მერ­ყე­ობ­და.
სი­დისს ყვე­ლა­ზე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ადა­მი­ანს უწო­დე­ბენ რო­მელ­საც ოდეს­მე უცხოვ­რია. ის იყო მა­თე­მა­ტი­კო­სი და ამავდრო­უ­ლად ლინგვის­ტი. ავ­ტო­რია სხვა­დას­ხვა წიგ­ნე­ბის, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მის

შე­სა­ხებ რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის.

უი­ლი­ა­მი ნიუ იორკში 1898 წელს და­ი­ბა­და. მისი მამა, ბო­რი­სი ფსი­ქო­ლო­გი იყო, რო­მელ­საც ჰარ­ვარ­დი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, დე­დას მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი ჰქონ­და. მისი მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ,უი­ლი­ა­მის ნიჭი კი არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი ჰქონ­და.
უი­ლი­ა­მის მამა, ბო­რის სი­დი­სი
რო­დე­საც უი­ლი­ა­მი 18 თვის იყო, მას უკვე შეს­ძლე­ბია “ნიუ იორკ თა­იმ­სის“ წა­კი­თხვა, ხოლო 8 წლის ბი­ჭუ­ნა 8 ენა­ზე სა­უბ­რობ­და და ეს ენე­ბი თა­ვი­სით უს­წავ­ლია. მან ამ ასაკ­ში იცო­და ლა­თი­ნუ­რი, ბერ­ძნუ­ლი, ფრან­გუ­ლი, რუ­სუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი, ებ­რა­უ­ლი ენა, თურ­ქუ­ლი და სომ­ხუ­რი, გარ­და ამი­სა მან სა­კუ­თა­რი ენა გა­მო­ი­გო­ნა, რო­მელ­საც Vendergood-ს უწო­დე­ბენ.

ის გახ­და ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ჰარ­ვარ­დში ჩა­ა­ბა­რა. უი­ლი­ა­მი 9 წლის იყო, რო­დე­საც ჰარ­ვარ­დში სცა­და ჩა­რი­ცხვა, თუმ­ცა არ მი­ი­ღეს, 2 წლის შემ­დეგ კი, 11 წლის უი­ლი­ა­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა სტუ­დენ­ტი გახ­და. ჰარ­ვარ­დში სწავ­ლის და­წყე­ბი­დან ერთ წე­ლი­წად­ში მისი ცოდ­ნა მა­თე­მა­ტი­კა­ში უკვე იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, რომ თა­ვად­ვე ას­წავ­ლი­და ლექ­ტო­რებს. ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი 16 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო.
სი­დი­სის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის შე­სა­ხებ მალე საქ­ვეყ­ნოდ გახ­და ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, დი­დად არ ხიბ­ლავ­და ეს. ახალ­გაზ­რდა უი­ლი­ამ­მა ერთ-ერთ ჟურ­ნა­ლისტს ინ­ტერ­ვი­უს დროს უთხრა, რომ მას “სრულ­ყო­ფი­ლად“ ცხოვ­რე­ბა სურ­და, ასე­თი ცხოვ­რე­ბა კი მისი აზ­რით მა­შინ ექ­ნე­ბო­და, თუ გან­მარ­ტო­ვე­ბით იცხოვ­რებ­და. ასე­ვე მან თქვა, რომ არ და­ქორ­წი­ნე­ბო­და, სა­ნამ რო­მე­ლი­მე ქალი თა­ვად არ სთხოვ­და ქორ­წი­ნე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი მამა გან­სა­კუთ­რე­ბულ მიდ­გო­მებს იყე­ნებ­და შვი­ლის აღ­ზრდის დროს იმის­თვის, რომ ინ­ტე­ლექტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­დე­გი ჰქო­ნო­და. რო­დე­საც უი­ლი­ა­მი გა­ი­ზარ­და, თვლი­და, რომ მა­მას არას­წო­რი მიდ­გო­მე­ბი ჰქონ­და და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის არას­წო­რად წარ­მარ­თვა­ში მას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და 1923 წელს ბო­რი­სი (უი­ლი­ა­მის მამა) გარ­და­იც­ვა­ლა, უი­ლი­ა­მი მის დაკ­რძალ­ვა­საც კი არ და­ეს­წრო.
გე­ნი­ო­სი სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობ­და და მისი სამ­სა­ხუ­რი არ იყო მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი. კლერ­კად მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ინც ცნო­ბი­ლი იყო და პრე­სა ყო­ველ­თვის ინ­ტე­რეს­დე­ბო­და მისი პერ­სო­ნით. 1924 წელს რე­პორ­ტი­ო­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ უნი­ჭი­ე­რეს ადა­მი­ა­ნად აღი­ა­რე­ბუ­ლი ბიჭი კვი­რა­ში მხო­ლოდ 23 დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და და გა­ზე­თე­ბის სტა­ტი­ე­ბის მთა­ვარ გვერ­დზე სა­თა­უ­რე­ბად სწო­რედ ეს ამ­ბა­ვი გა­მო­ა­ტა­ნეს. მას დას­ცი­ნოდ­ნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ ინ­ტე­ლექ­ტმა ძალა და­კარ­გა და რომ აღარ ისე­თი ჭკვი­ა­ნი, რო­გორც ბავ­შვო­ბა­ში. თუმ­ცა ეს არ იყო მარ­თა­ლი.

უი­ლი­ამ­მა მრა­ვა­ლი ღი­რე­ბუ­ლი წიგ­ნი და­წე­რა მა­თე­მა­ტი­კი­სა და ლინგვის­ტუ­რი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ არ იყე­ნებ­და თა­ვის სა­ხელს და სხვა­დას­ხვა ფსევ­დო­ნი­მით წერ­და. სი­დი­სი სო­ცი­ა­ლის­ტი იყო. ის 1919 წელს ბოს­ტონ­ში, სო­ცი­ა­ლის­ტთა მიერ გა­მარ­თულ აღ­ლუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს და 18 თვე ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რა.

ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, უი­ლი­ა­მი გან­მარ­ტო­ე­ბით ცხოვ­რობ­და. მო­შო­რე­ბუ­ლი იყო ოჯახს და ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო მსოფ­ლიო შე­ეც­ვა­ლა, 46 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ისე, რო­გორც “არა­ვინ”. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ტვინ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვა გახ­და.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share