გენიოსები, რომლებიც კლასში ჩარჩენილან, სკოლიდან გაურიცხავთ ან გონებასუსტებად მიიჩნევდნენ

გენიოსები, რომლებიც კლასში ჩარჩენილან, სკოლიდან გაურიცხავთ ან გონებასუსტებად მიიჩნევდნენ

როგორც წესი განსაკუთრებული ნიჭისა და უნარის მქონე ადამიანების გონება განსხვავებულად მუშაობს და ისინი სტანდარტულ საგანმანათლებლო სისტემას ვერ ერგებიან.

ზოგიერთი მათგანი სკოლაში სწავლის დროს განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩეოდა და ალბათ, მათთვის მასწავლებლებს ხშირად უთქვამთ, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევდნენ.

დღევანდელ სტატიაში იმ გენიოსების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც სასწავლო დაწესებულებებიდან გაურიცხავთ ან კლასში ჩარჩენილან.

 

ალბერტ აინშტაინი

download-1625045172.jpg

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი სკოლაში კარგად სწავლობდა, თუმცა სასკოლო დისციპლინა და აღზრდის მკაცრი მეთოდები არ მოსწონდა. ამის გამო მან 15 წლის ასაკში მიუნხენის სკოლა დატოვა.

 

თომას ალვა ედისონი

dbd19763310f71f88cbc4c15d70a4e3b-1625045237.jpg

ამერიკელი გამომგონებლის, თომას ალვა ედისონის დედას ერთ-ერთმა მასწავლებელმა უთხრა, რომ მისი შვილი გონებრივად ჩამორჩენილი იყო და სჯობდა სპეციალურ სკოლაში გადაეყვანათ.

 

უინსტონ ჩერჩილი

young-winston-churchill-1625045286.jpg

უინსტონ ჩერჩილი სკოლაში საშუალო დონის მოსწავლედ მიიჩნეოდა. 13 წლის ასაკში ის მასწავლებლებმა გაკვეთილიდან გააძევეს, რადგან თვლიდნენ, რომ უინსტონს გაკვეთილებზე კონცენტრირება არ შეეძლო.

 

ანტონ ჩეხოვი

chek-647-071516112452-1625045333.jpg

ცნობილი რუსი მწერალი ანტონ ჩეხოვი სკოლაში სწავლის პერიოდში კარგი აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩეოდა. მეტიც, მესამე კლასში ის გეოგრაფიასა და არითმეტიკაში ჩარჩა. მეხუთე კლასში კი ბერძნულ ენაში გამოყოლილი ნიშნის გამო, კლასში კიდევ ერთხელ ჩატოვეს.

 

ლევ ტოლსტოი

images-1625045399.jpg

ლევ ტოლსტოი უნივერსიტეტში ისტორიასა და გერმანულ ენაში გამოყოლილი დაბალი ნიშნის გამო კურსზე ჩარჩა. მესამე კურსიდან იმედგაცრუებულმა უნივერსიტეტი დატოვა და დიპლომიც არ აუღია.

 

ისააკ ნიუტონი

newton-1625045474.jpg

ნიუტონს ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მოსწავლედ მიიჩნევდნენ მასწავლებლები. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მოსწავლეს მათემატიკისა და ფიზიკის სწავლა განსაკუთრებულად “უჭირდა”.

 

სალვადორ დალი

images-1-1625045562.jpg

ცნობილი სიურეალისტი მხატვარი სალვადორ დალი მადრიდის თანამედროვე ხელოვნების აკადემიაში სწავლობდი. თუმცა, ახალგაზრდა მხატვარს სასწავლო პროგრამა არ მოსწონდა ამიტომაც ფაკულტეტსა და ლექტორებს მუდმივად უპირისპირდებოდა. საბოლოოდ ის უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

https://www.allnews.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: