“ოცნება” მოძალადე ზონდერებს რუსულენოვან ტელეგრამ ჯგუფებში ეძებს

ივანიშვილის ხელისუფლება ზონდერებს რუსულენოვან ტელეგრამ ჯგუფებში ეძებს. ითხოვენ სპორტული აღნაგობის, ქართულის ენის მცოდნე რუსებს, რომელთაც ასევე საბრძოლო ხელოვნების უნარები გააჩნიათ. ანაზღაურებას რუსულ რუბლებში, ხელზე ჰპირდებიან. საუბარია დღეში 75 000 რუბლის გადახდაზე, რაც დაახლოებით 2000 ლარია.

 

ტელეგრამ არხებზე ამ  შინაარსის განცახდების მასობრივად განცხადების შემდეგ, ოპოზიცია ფიქრობს, რომ “ოცნებას” სისტემაში აღარ ჰყავს ადამიანები, რომლებიც მათ უკანონო დავალებებს შეასრულებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ახლა ოლიგარქის რეჟიმი ასეთ ადამიანებს სისტემის გარეთ, რუსებს შორის ეძებს.

 

ფაქტია, რომ დღევანდელ დე ფაქტო ხელისუფლებას არ ჰყოფნის რესურსი. დარწმუნებული ვარ, პოლიცია სულ უფრო და უფრო აშკარად დაინახავს, რომ იმ სიცრუეში და იმ მარაზმსა და ძალადობაში, რომელშიც მათ ამყოფებენ დღეს, როდესაც აძლევენ უკანონო განკარგულებებს, ასე გაგრძელება შეუძლებელია და იძულებულნი იქნებიან… ფაქტობრივად, ჩათვალეთ, აკონტრაქტებენ უცხოელებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებზე იძალადოს. მიუღებელია. ამის დამალვა შეუძლებელია და ამას ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს, – ამბობს “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია.
“ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ “ოცნების” ხელისუფლება ახლა ხალხის დაშინებას ცდილობს.

 

ნიღბიანი დაჯგუფება, რომელიც დათარეშობდა რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ის განცხადება, რომელსაც ავრცელებს უშიშროების სამსახური, რომ თითქოს რაღაც უბედურებაა მოსალოდნელი, პლიუს ეს განცხადებები, რომელიც ვრცელდება ტელეგრამ არხში და საუბრობს იმაზე, რომ ეძებენ ძლიერი აღნაგობის მამაკაცებს და ა.შ., ემსახურება დაშინების კამპანიას იმისთის, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, რუსტაველზე, არ მოვიდნენ, რომ დანერგონ შიში, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share