”კაცი, რომელსაც უკრაინაში ომი ვინ დაიწყო იმის თქმის ეშინია, ლაჩარებს ეძახის რუსეთთან ნაომარ ხალხს.”
– ასე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომელმაც უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.