ახალგაზრდული მოძრაობა “ჯიუტები” პარლამენტთან ამჯერად თორნიკე რიჟვაძის განცხადებას აპროტესტებს – “2008-ში გმირები იბრძოდნენ, შენ რიჟვაძე, მოღალატე და ლაჩარი ხარ” – წერია ბანერზე, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ გამოტანილი.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გუშინ, წლიური ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის ომის გმირებს შეურაცხყოფა მიაყენა და აგვისტოს ომს, “ლაჩრულად წაგებული ომი” უწოდა.
მას შემდეგ კი რაც რიჟვაძის ამ განცხადებას მწვავე რეაქციები მოჰყვა, მან “დააზუსტა”, რომ მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა.
რიჟვაძეს მიხეილ სააკაშვილმაც უპასუხა და ორი განცხადება გაავრცელა, მათ შორის ერთი, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე.