ომბუდსმენი ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის სამაჯურით გათავისუფლების მომხრეა. ამის შესახებ ლევან იოსელიანმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა. იოსელიანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პატიმრების მიმართ უფრო ჰუმანური უნდა იყოს.
ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის კითხვას, გულისხმობს თუ არა ომბუდმსენი პატიმრებში მესამე პრეზიდენტსაც, იოსელიანმა დადებითად უპასუხა.
”სახალხო დამცველი თავისი მანდატიდან გამომდინარე ვერ იქნება ჰუმანური მიდგომის მოწინააღმდეგე, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ეს. სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პატიმარი და სადაც მე ვხვდები, ვისაც ვხვდები, ყველასთან იმაზა ვსაუბრობ, რომ სახწლმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური პატიმრების მიმართ. უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული სამაჯური, უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული ვადამელი გათავისუფლების მექანიზმი, – თქვა იოსელიანმა.