Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, თბილისში – 447, აჭარაში – 150, იმერეთში – 352. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 42, იმერეთში – 29.
1 962 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 174 – თბილისში, 569 – აჭარაში.
202 462 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 38 პაციენტი.