ვარკეთილის ზემო პლატოს მე-10 კვარტალში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან სიწმინდე მოიპარეს. ინფორმაცია ეკლესიის Facebook გვერდზე გავრცელდა:
“მოხდა სამწუხარო ფატქი!
ამა წლის 13 იანვარს, #ვარკეთილის ზემო პლატოს მე-10 კვარტალში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან დაიკარგა (მოიპარეს), თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი სიწმინდე, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი (რომელიც ფოტოზეა ასახული). შეშფოთებას გამოვთქვავთ ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ!
გთხოვთ #გააზიაროთ და ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანს, რომელმაც ნებსით თუ უნებლიედ ჩაიდინა ეს საქციელი და ვიმედოვნებთ გამოიჩენს კეთილგონიერებას და დაგვიბრუნებს სიწმინდეს, რომელიც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია!”, – ნათქვამია განცხადებაში.