ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიაში კორონავირუსის– 290 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა-25 იანვრის კოვიდსტატისტიკა

Covid 19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 74 200 ტესტი და დადასტურდა 15 762 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  5 160 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 21.24%, ბოლო 14 დღის – 14.15%, ხოლო ბოლო 7 დღის – 18.01%.

ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან თბილისში 8 357 გამოვლინდა, აჭარაში – 1 608, იმერეთში – 1 907, ქვემო ქართლში – 727, შიდა ქართლში – 794, გურიაში – 290, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 721, კახეთში – 626, მცხეთა-მთიანეთში – 376, სამცხე-ჯავახეთში – 282, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 74.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 87 609, საიდანაც 4 595 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 2 064 – კოვიდსასტუმროში, ხოლო 80 950 – ბინაზე.

მძიმე პაციენტია 963, მათგან 283 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 075 154 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა  972 745 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 774.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share