“ჩვენ გვეშინია ვიყოთ არავინ, ამიტომ ვიღწვით საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობისთვის- სინამდვილეში ეს არის შიში”

ადამიანების უმრავლესობას სწყურია დაკმაყოფილება, რომელიც საზოგადოებაში მაღალ მდგომარეობას მოაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ გვეშინია ვიყოთ არავინ.
საზოგადოება ისეა მოწყობილი, რომ ადამიანს, რომელსაც მაღალი მდგომარეობა უჭირავს პატივით ეპყრობა, რიგით ადამიანს კი ყველა აგდებულად ექცევა. ყველას მდგომარეობის მოპოვება სურს: საზოგადოებაში იქნება ეს თუ ოჯახში, ან კიდევ, უნდათ ღმერთის მარჯვნივ ისხდნენ და მათი ეს მდგომარეობა ყველამ აღიაროს, სხვანაირად ხომ რაღა მდგომარეობა იქნება.
ჩვენ ყოველთვის მაღალ ადგილზე უნდა ვისხდეთ. შინაგანად ტანჯვისა და უბედურების მორევი ვართ და ამიტომ, გარეგნულად თუ რაღაც მნიშვნელოვნად ჩაგვთვლიან ძალიან გვსიამოვნებს. ეს წყურვილი მაღალი მდგომარეობის, ძალაუფლების, საზოგადოების მიერ ამა თუ იმ თვალსაზრისით ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობის აღიარებით არის სხვებზე დომინირების სურვილი, ეს კი აგრესიულობის ერთ-ერთი ფორმაა. წმინდანი, რომელიც მდგომარეობისკენ მიისწრაფის, ცდილობს მისი სიწმინდის აღიარებას მიაღწიოს, ისეთივე აგრესიულია, როგორც ქათამი, ფრინველების ფერმაში საკენკს რომ კენკავს, და რა არის ამ აგრესიის მიზეზი? მიზეზი – შიშია. განა ასე არ არის?
შიში ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. შიშით შეპყრობილი გონება შფოთავს, კონფლიქტურია და ამიტომ, ის დამახინჯებული და აგრესიულია, ძალმომრეობისკენაა მიდრეკილი. ვერ ბედავს თავისი აზროვნების შაბლონები შეცვალოს და ეს შობს ფარისევლობას. მანამ, სანამ შიშისაგან არ გავთავისუფლდებით, რაც არ უნდა მაღალ მთაზე ავძვრეთ, როგორი ღმერთიც არ უნდა გამოვიგონოთ, ყოველთვის წყვდიადში ვიქნებით.
ჯიდუ კრიშნამურტი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share